შაბათი, ივლისი 12, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიდეთ და...

“ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიდეთ და საკონსტიტუციო უმრავლესობაც არ გამოვრიცხოთ” – ირაკლი ზარქუა საკადრო ცვლილებებზე “ქართულ ოცნებაში”

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, ,,ქართულ ოცნებაში’’ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით და ირაკლი კობახიძის წარდგენაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაზე დატოვოს მთავრობის მეთაურის თანამდებობა:

,,დასახელდება კანდიდატი ბატონი, ირაკლი კობახიძე, ეს უკვე არ არის დასამალი და მხარდაჭერა ექნება. ამის შემდეგ, იცით უკვე, რომ საგაზაფხულო სესია იხსნება და პირველივე კვირაში ჩვენ შევძლებთ, რომ დავამტკიცოთ.

[ირაკლი ღარიბაშვილმა] თვითონ გადაწყვიტა… ითქვა, რომ უფრო მეტიც, ზაფხულამდე უნდა ყოფილიყო პოსტზე, პოლიტსაბჭოზე მსჯელობის შედეგად, მაგრამ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ, როტაცია ნორმალურია, მისაღებია, როგორც აღმასრულებელ, ისე საარჩევნო კამპანიას სჭირდება კიდევ მეტი ძალისხმევა, ახალი ენერგია.

ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიდეთ და საკონსტიტუციო უმრავლესობაც არ გამოვრიცხოთ’’, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...