კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი...

“მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პირველ რიგში, მეგობრობისთვის და მერე სხვა ყველაფრისთვის. ეს ადამიანი არის ჩემთვის ძვირფასი” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პარტია ,,ქართულ ოცნებაში” მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით:

,,პირველ რიგში, მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ბატონ ირაკლი კობახიძეს ახალ პოზიციაზე. ასევე, მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოზიციაზე. ეს ორივე პოზიცია არის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის და შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. რა თქმა უნდა, მთელი გუნდი ვართ სრულ მზადყოფნაში, იმისთვის, რომ ამ ორივე ადამიანს მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით.

მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პირველ რიგში, მეგობრობისთვის და მერე სხვა ყველაფრისთვის. ეს ადამიანი არის ჩემთვის ძვირფასი და ჩემთვის ძვირფასი არის მეგობრობა. მე ძალიან მიყვარს ჩემი ყველა მეგობარი, ვამაყობ მეგობრებით და მადლიერებას გამოხატვა უნდა, ეს არის აუცილებელი.

რაც შეეხება მთავრობის მომავალ შემადგენლობას, გიპასუხებთ, რომ ამ საკითხებზე, პირველ რიგში, ისაუბრებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ეს არის დადგენილი წესი და მე არასოდეს გადავსულვარ რომელიმე წესს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ავტორები:
ალექსანდრე ლეჟავა
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...