spot_img
მთავარიIV ხელისუფლებარამდენიმე სიტყვა გაბუნიას მონოლოგზე - ნიკა გვარამია

რამდენიმე სიტყვა გაბუნიას მონოლოგზე – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება გიორგი გაბუნიას მიერ გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” გაჟღერებული კონკრეტული მოსაზრების გამო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპასუხო რეაქციას. ნიკა გვარამიას აზრით რაც არ უნდა თქვან ერთმანეთზე გაბუნიამ და სააკაშვილმა ისტორიაში ორივე ყველაზე დიდ ფიგურად დარჩება:

“მიშა სააკაშვილზე რაც არ უნდა თქვას გაბუმ, ის მაინც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფიგურად და ახალი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელ მამად დარჩება. და ვერც გაბუნიას გინდა სტატუსი და გინდა დამსახურებები ვერ წაართმევს უფლებას, პასუხი გასცეს ჟურნალისტის მოსაზრებას. “დაბრუნდება ერთპიროვნულ მმართველად” ნამდვილად შეფასებაა და მოიცავს იმის აღიარებას, რომ სააკაშვილი ერთპიროვნული მმართველი იყო. ეს ნამდვილად ღირს კამათად და სააკაშვილის ადგილზე მეც ჩავთვლიდი, რომ მკვახე პასუხს იმსახურებს.

გაბუზე რაც არ უნდა თქვას მიშა სააკაშვილმა, ის მაინც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, ნიჭიერ და საინტერესო (თუ ყველაზე არა) ჟურნალისტად დარჩება, რომელსაც ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ივანიშვილის დიქტატურის წინააღმდეგ, ვიდრე ამ ქვეყნის მოსახლეობის 99%ს. მათ შორის, სააკაშვილის პარტიის შარვლიდან ამომხტარ ზოგიერთ წევრს ცალცალკე და ერთად (აი იმათ, ახლა იმაზე რომ გაუსკდათ ალბათ გული, რომ სააკაშვილის პარტია დავარქვი ენმ-ს). თან ზუსტად იმ წევრებს, რომლებსაც, გაბუნიას რომ არ დასიზმრებია, ისეთები აქვთ ნათქვამი სააკაშვილზე და ივანიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული – დიდი არაფერი, ან საერთოდაც არაფერი.

და მთავარი: რაც არ უნდა თქვან ზემოხსენებულმა პატივსაცემმა პერსონებმა ერთმანეთზე, ეს მთავარი არხია და აქ თავისუფალი ხალხი ვმუშაობთ. თუ თავისუფალი ხალხის თავისუფალი აზრი თქვენთვის აუტანელია, საკუთარ შეფასებაში თუნდაც მძაფრ კრიტიკას ცდებით და საკუთარი აზრის გამოთქმისთვის ავტორის დასჯას ითხოვთ, ესე იგი, თავისუფლების მტრები ხართ და ქოცები (გინდა მიშას მომხრე, გინდა ილია ჭავჭავაძის, თავისუფლების ვერ ამტანი ყველა ქოცია). ჩვენი არხი ქოცებს ამის გამო ებრძვის, და არა იმიტომ, რომ ქოცები ქვიათ ან ბიძინას უჭერენ მხარს. თავისუფლების ვერ ამტანნი ხელისუფლებაში ნამდვილად არ უნდა მოვიდნენ (მეც შემეძლო მეხმარა სიტყვა დაბრუნდნენ, მაგრამ არაკორექტული იქნებოდა ნამდვილად და უსამართლო), ვისი მომხრეებიც არ უნდა იყვენენ.

ps დანარჩენი რაა საკამათო გაბუნიას მონოლოგის შინაარსში, დიდად ვერ ვიგებ. მით უფრო, რომ საკუთარ საავტორო გადაცემაში, საკუთარ საავტორო ტექსტში, ადამიანი საკუთარ მოსაზრებას როცა ამბობს და არა სხვისას, ან კოლექტიურს, ან, უარესი, გადაწყვეტილებას აცხადებს, რომ ასე იქნება აუცილებლადო”, – აცხადებს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

“მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი წარმატებული სამშობლოს განთიადის”...

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...