შაბათი, ივლისი 19, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი: "ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ"

მიხეილ სააკაშვილი: “ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ”

მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” მმართელობის პერიოდის მწვავე შეფასებებს ახდენს, ბიძინა ივანიშვილის კონკრეტულ დაპირებებს შეახსენებს საზოგადოებას და ცვლილებებისკენ მოუწოდებს ხალხს:

ჩვენი ხალხის მორიგი დაცინვა – ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას.

მთავარი არის ის, რომ ქართველებს აღარ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში.

მრავალი წელია უკვე ადამიანების ცხოვრება არ უმჯობესდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის ქონება გაორმაგდა.

მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტარები, მინისტრები ივანიშვილისგან ყოველთვიურად კონვერტებით იღებენ “ხელფასს” და ამიტომ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. ნეპოტიზმმა და კორუფციამ წალეკა ქვეყანა.

ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ.

ამისთვის ვარ მე აქ, ამისთვის ვთქვი უარი პრივილეგიებზე და კომფორტზე, ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში და ძალ-ღონეს არ დავიშურებ ქართველი ხალხის გადარჩენისთვის.

რაც შეეხება ოლიგარქის ახალ კამპანიას:

1. არც ერთი დაპირება აღარ მუშაობს, ყველა “გატრუხდა”;
2. “აბა ნაცები გინდათ?” აღარ მუშაობს. ხალხმა თანდათან დააფასა ბევრი სიკეთე, რაც ჩვენ მოვუტანეთ და ნაცების შიშზე ძლიერი იმ რეალობის შიშია, რომელიც შექმნეს;
3. “ომი გინდათ?” აგრეთვე აღარ მუშაობს. ევროპამაც და უკრაინამაც მტკიცე პოზიცია აჩვენეს, რომ მათ უნდათ მშვიდობიანი საქართველო;
4. კორუფციასთან ბრძოლის “რაინდის” როლი – თავისიანებიც რომ დაიჭიროს, უკან უბრუნდება. ყველამ იცის, რომ თვითონ შექმნა ეგ კორუფცია, მაგასაც აღარავინ ჭამს.

ოლიგარქის ყველა იარაღი ახლა მისკენ არის მიმართული. შეუსრულებელი დაპირებები, ტყუილები, უსამართლობა, ქურდობა და კორუფცია, რუსეთი – ყველა მახვილი, რომელიც აიღო, დღეს მასვე ურტყამს.

ბრძოლა ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა განვეწყოთ მხოლოდ გამარჯვებისთვის.

მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კაცებმა დადეთ საჯარო პირობა რომ არ გათხოვდებით, კანონიც გაუქმდება და ვიზალიბერალიზაციაც გადარჩება🙌🫡” – ელისო...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თავიდან აცილების მხრივ ევროკავშირმა საქართველოს რიგი ნაბიჯების...

“ყველა დიქტატურა ბოლო თვეებში ერთმანეთს ემსგავსება” – სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმასენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, მძიმე შეფასებებით, ეხმაურება...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...