შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"184 391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება" -...

“184 391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება” – ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები”

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184,391 სესხია გაცემული[1] და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 190,000-მდე მსესხებელს შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი.

184,391 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.1 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.4 მლრდ. ლარის (43%).

დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული – 6.5 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+33%, 1 დეკემბერი, წ.წ.), ბიზნეს სესხების და იპოთეკური სესხების მოცულობა კი 8%-ით და 13%-ით გაიზარდა, ანალოგიურ პერიოდიში, შესაბამისად.  ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 199,898 ლარს, იპოთეკურის 52,210 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 22,124 ლარს შეადგენს.

გრაფიკი 1. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების რაოდენობა და მოცულობა (მლრდ. ლარი) 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით.

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 17%-ით გაიზარდა წ.წ. და 29 მლრდ. ლარს მიაღწია 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით. აღნიშნული, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2023 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს 24%-ს. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს.

გრაფიკი 2. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა (მლრდ. ლარი) და წლიური ზრდა (%) 2016-2023.

1 დეკემბრის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული  სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5% შეადგინა, რაც დაახ. 0.6%-ით ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (17.1%).

გრაფიკი 3. საშუალო საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 2016-2023.

წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული და დეკემბრის თვეში 0.4% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 9.5%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო მაისის თვიდან.

გრაფიკი 4. ინფლაცია და რეფინანსირების განაკვეთი

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ინფლაციის მკვეთრ შემცირებასთან. თუმცა, ვფიქრობთ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენცია ზედმეტად ფრთხილი იყო წინა პერიოდში და ეროვნული ბანკს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა გასული წლის ბოლოდან მოუწია.  რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი ცვლილება  2024 წელს ინფლაციის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

ინფორმაციას ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...