პარასკევი, აპრილი 11, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმიაჭარის პოპულარიზაცის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება

აჭარის პოპულარიზაცის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებსა და პროდუქტებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ეცნობიან. იანვრის განმავლობაში რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მადრიდის, რიგის, ვილნიუსის, ჰელსინკისა და წელს, პირველად ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა. გამოფენების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციები ადგილზევე მიეღოთ. გამოფენების ფარგლებში მიმდინარეობდა შეხვედრები იმ ტურისტულ, სარეკლამო კომპანიებთან თუ მედია ორგანიზაციებთან, რომელთან თანამშრომლობითაც აჭარის რეკლამირება და პოზიციონირება მიმდინარე წელს იგეგმება.

საერთაშორისო გამოფენებზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს. მიმდინარე წელს რეგიონის პოპულარიზაცია 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე იგეგმება, მათ შორის მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთში, ჩინეთსა და მეზობელ ქვეყნებში.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ სამი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს” – კახა კალაძის განმარტებები

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის მიმდინარეობის...

“სამწუხაროა, რომ მას საერთოდ ვინმე უსმენს. კიდევ უარესი, რომ მიკროფონთან უშვებენ” – დოდონა კიზირია...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორის დოდონა კიზირიას მძიმე შეფასებები საქართველოს...