spot_img
მთავარისპორტი2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - წლის...

2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება – წლის სპორტსმენი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება – წლის სპორტსმენი. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში, ასევე დაწესებული გახლდათ 10 სპეციალური პრიზი.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული 6 მსოფლიოს ჩემპიონს გადაეცა: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სპორტსმენები საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დააჯილდოვა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, როგორც საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში და წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი, ნონა გაფრინდაშვილი დააჯილდოვა.

2019 წელი განსაკუთრებული იყო ქართულ სპორტში. ქართველმა სპორტსმენებმა სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვეს 1 200-ზე მეტი მედალი. პირველად ისტორიაში, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ჰყავს 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართული ღონისძიების წამყვანები იყვნენ: ელენე კალანდაძე და გიორგი ჭანიშვილი. პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში გადაიცა.

სამინისტრო მადლობას უხდის საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიებისა და ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის.

ნომინაციებში გამარჯვებულები:

1. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები
2. 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ლაშა ბექაური (ძიუდო)
3. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში – ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)
4. 2019 წლის საუკეთესო მსაჯი – რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა)
5. 2019 წლის საუკეთესო ფედერაცია მოპოვებული შედეგების მიხედვით – ჭიდაობის ფედერაცია
6. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
7. 2019 წლის საუკეთესო მენეჯერი – კახი კახიაშვილი (ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი)
8. 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
9. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – რევაზ ჩიკოიძე
10. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ირმა ხეცურიანი
11. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი – ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

სპეციალური პრიზების მფლობელები:

1. 2019 წლის აღმოჩენა – ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე – ბატუტზე მხტომელთა წყვილი; მარია კაზაკოვა და გიორგი რევია – ფიგურული ციგურაობის წყვილი
2. სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ქველმოქმედებისთვის – „არქი ჯგუფი“
3. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი ინდივიდუალურ სახეობებში – საქართველოს ეროვნული ნაკრები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
4. საქართველოში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია; საქართველოს სათხილამურო ფედერაცია
5. სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის – „კაჭრეთი ამბასადორი“; „თბილისი ჰილსი“
6. საუკუნის მოვლენა საქართველოს ოლიმპიზმის ისტორიაში – ნინო სალუქვაძე
7. 2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი – ნონა გაფრინდაშვილი
8. 2019 წლის სპორტის საუკეთესო მოხალისე – თათია დარსაველიძე
9. 2019 წლის საუკეთესო ლეგიონერი – გიორგი შერმადინი
10. 2019 წლის საუკეთესო სპორტული რეგიონი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...