სამშაბათი, ივნისი 17, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აშშ-ში შეხვედრები მაქვს "გუგლის", "ეფლის", "ამაზონის" წრეებთან, ჰარვარდის...

“აშშ-ში შეხვედრები მაქვს “გუგლის”, “ეფლის”, “ამაზონის” წრეებთან, ჰარვარდის ბიზნესკოლის ქსელთან, რათა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გავზარდოთ” – გიორგი ვაშაძე

რატომ ვარ ამერიკაში? ამჯერად ეს ვიზიტი არ არის პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრისთვის, ქართველებთან ერთად ვაკეთებთ ძალიან მძლავრ ეკონომიკურ ჯგუფს, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერი აშშ-ში „გუგლის“, „ეფლის“, „ამაზონისა“ და ჰარვარდის ბიზნეს ქსელის წრეებთან შეხვედრებს მართავს, რომლის მიზანსაც საქართველოში ამერიკული და ევროპული ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.

ვაშაძე ასევე მძლავრი ეკონომიკური ჯგუფის შექმნას აანონსებს, რომელიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაზრდაზე იმუშავებს:

რატომ ვარ ამერიკაში? ამჯერად ეს ვიზიტი არ არის პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრისთვის, არამედ საინვესტიციო წრეებსა და ძალიან წარმატებულ ქართველ თანამემამულეებს ვხვდები. ქართველებთან ერთად ვაკეთებთ ძალიან მძლავრ ეკონომიკურ ჯგუფს, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს.

ეს არიან ადამიანები, რომლებიც კერძო სექტორში არიან, საინვესტიციო ბანკებში მუშაობენ ან წამყვან საფინანსო ორგანიზაციებს წარმოადგენენ და თვითონ წარმატებული ბიზნესმენები არიან, ახალგაზრდა თაობის ქართველებზე ვსაუბრობ.

მეორე მხრივ, შეხვედრები მაქვს “გუგლის, “ეფლის”, “ამაზონის” წრეებთან, ჰარვარდის ბიზნესკოლის ქსელთან, რათა საინვესტიციო პოტენციალი მაქსიმალურად გავზარდოთ, როცა გავიმარჯვებთ არჩევნებში ხალხთან ერთად, ეს ყოველივე სწრაფად უნდა იყოს რეალიზებული.

დიახ, ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები, ქვეყანაში დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები, ჩვენ შეგვიძლია უმძიმეს დემოგრაფიულ კატასტროფას ვუშველოთ.

შეგვიძლია, რომ პროფესიონალი ახალგაზრდები ჩავრთოთ ქვეყნის მართვის პროცესში. „გამარჯვების კოალიციის“ მიზანი სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი მოვიდეს ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ ვიმყოფები ამერიკაში”, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც...

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...