მმართველ პარტიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
“კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია.
მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის:
-
დედები ისევ გააგრძელებენ უთანასწორო ბრძოლას შვილებისთვის ლუკმის მოსაპოვებლად;
-
სტუდენტები ისევ ვერ დასაქმდებიან მიღებული პროფესიის მიხედვით;
-
ბებიების და ბაბუებისთვის ერთადერთ გულისგამახარებელ ფაქტად დარჩება საერთაშორისო ზარები უცხოეთში გადახვეწილი შვილებისგან და შვილიშვილებისგან.
ამ ბანდის ერთადერთი მიზანი ბიძინას შემდგომი გამდიდრება და ხელისუფლების განმტკიცებაა. მათ ხალხის ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.