spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა, პოლიტიკის დიდ ტატამზე უნდა ვიჭიდაოთ და… ჩვენი...

“ახლა, პოლიტიკის დიდ ტატამზე უნდა ვიჭიდაოთ და… ჩვენი ქიზიყელი ფალავანი აქაც ჯიგრულად წარმოგვაჩენს!” – ხათუნა ხოფერია ირაკლი ღარიბაშვილზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს 2 მოწვევის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:

დავიწყოთ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სამთავრობო სავარძელი და ზოგადად, თანამდებობა, ბევრს არაფერს ნიშნავს. ფაქტიც სახეზეა – მან თავად დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი ყოველგვარი ტრაგიზმისა და ქვეტექსტების გარეშე მაშინ, როდესაც ეს საჭიროდ ჩათვალა.

არც ირაკლი ღარიბაშვილისთვის არის პანაცეა პრემიერ-მინისტრობა. მან კარგად იცის, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი, შედგა! როგორც პატრიოტი ქართველი შედგა! როგორც პრაგმატული, გონიერი, სანდო პიროვნება, ერმა მიიღო!

ღარიბაშვილს სავარძელი არ სჭირდება საკუთარ თავთან და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველ ხალხთან ურთიერთობისთვის! ეს ურთიერთობაც და ნდობაც შედგა!

მოკლედ, ის – ირაკლი ღარიბაშვილი- მაღალრეიტინგული პოლიტიკოსია და მისი ადგილი, სწორედაც, ღია პოლიტიკაშია! აღმასრულებელი ხელისუფლის მძიმე ტვირთისგან თავისუფალ, პატრიოტიზმითა და ეროვნული ინტერესებით გაჯერებულ პოლიტიკაში!

2024 წელი მსოფლიო პოლიტიკური ძვრების წელია! წელი, როდესაც ომებით, არჩევნებით, დიპლომატიით უნდა მოხდეს ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვება! უნდა მოხდეს ლიბერალების სრული კრახი! უნდა მოხდეს ჩვენი, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი მომავლის გადარჩენა და გამარჯვება!

ჰო და, იცის ბიძინამ რას აკეთებს. იცის ვისთან ერთადაც აკეთებს და ისიც იცის, ვინ სად ჭირდება!

ისიც ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პარტიის გაცხადებული, დეკლარირებული პოლიტიკური კურსი გადაინაცვლებს მინისტრთა კაბინეტებში. (ვფიქრობ, პარტიის თანამდებობებიდან ბევრი გადავა მინისტრად). ახლა, არჩევნების დროა! ახლა, პოლიტიკის დიდ ტატამზე უნდა ვიჭიდაოთ და… ჩვენი ქიზიყელი ფალავანი აქაც ჯიგრულად წარმოგვაჩენს!

მე ასე ვხედავ…
საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო”, – ასე უთქვამთ და არა სავარძელმან შენმაო!🤣
არის დრო… ნგრევის და დრო შენების, დრო ქვების სროლის და დრო ქვების შეგროვების… დრო დუმილის და დრო ლაპარაკის…
ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ ქვეყანაზე

მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა, რას ვაკეთებთ, ვის ვენდობით და ვის არ ვუღალატებთ!

ერთად საქართველოსთვის, მოკეთეებო!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...