შაბათი, ივლისი 19, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ...

“ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რეალობას სრულიად აცდენილია” – გიორგი ვაშაძე

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი, ,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე განცხადებას აკეთებს მმართველ პარტიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რეალობასაა აცდენილი და ვერ ხედავს ხალხის პრობლემებს:

,,ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რეალობას სრულიად აცდენილია, ვერ ხედავს ხალხის პრობლემებს. დღეს ხალხს აწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, კატასტროფული მიგრაცია, ამ დროს კი პრემიერად ნიშნავ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაეგება ეკონომიკის, იცავს მხოლოდ მის პერსონალურ ინტერესებს და უფრო ეფექტურად ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას.

გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს – ჩვენი ერთიანობით დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ წელს! მოვიზიდოთ ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, შევქმნათ ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. რაც მთავარია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

მე მჯერა ამის და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ძალა ერთობაშია!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კაცებმა დადეთ საჯარო პირობა რომ არ გათხოვდებით, კანონიც გაუქმდება და ვიზალიბერალიზაციაც გადარჩება🙌🫡” – ელისო...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თავიდან აცილების მხრივ ევროკავშირმა საქართველოს რიგი ნაბიჯების...

მიხეილ სააკაშვილი: “თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია ჩაფლული”

საქართველოეს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოზიცია: "თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...