spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "მოლოდინი არ მაქვს, რომ "ქართული ოცნება"...

პაატა მანჯგალაძე: “მოლოდინი არ მაქვს, რომ “ქართული ოცნება” შეიცვლის ზნეს და დეოლიგარქიზაციის პროცესს, საარჩევნო რეფორმას ან სასამართლო რეფორმას დაიწყებს”

ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სიტყვის და აღიარების დონეზე იზიარებენ ევროპის რეკომენდაციებს, შენიშვნებს, პირობას. მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ შეიცვლის ზნეს და დეოლიგარქიზაციის პროცესს, საარჩევნო რეფორმას ან სასამართლო რეფორმას დაიწყებს“, – განაცხადა საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საუბრისას.

მისი თქმით, ოპოზიციამ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობით, სახელისუფლებო გუნდს საქმეზე ორიენტირებულ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა მისცა.

ერთი კარგი რამ, რაც ჩვენი მისვლით გავაკეთეთ, არის ის, რომ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ გადმოვიყვანეთ საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკის დღის წესრიგზე. ეს ნიშნავს, რომ მათ დაიწყეს რეფორმებზე საუბარი. ეს ნამდვილად არის ჩვენი მიღწევა.

ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე დისკუსიას და ხალხი თვალნათლივ დაინახავს, რომ ქვეყანაში დღეს არსებულ სიღარიბეს, უმუშევრობას, ემიგრაციის არნახულ მასშტაბს აქვს ერთადერთი მიზეზი და ეს არის „ქართული ოცნება“.

ჩვენი დღევანდელი მოსვლით „ქართულ ოცნებას“ გამოვაცალეთ საფუძველი, ისაუბროს რადიკალურ ოპოზიციაზე. მათ მოუწიათ კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. ამ ქვეყანას აქვს პრობლემა – „ქართული ოცნება“ და სახელების და გვარების შეცვლით ეს პრობლემა არ გვარდება. აუცილებელია სისტემის შეცვლა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...