ორშაბათი, ივლისი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, რომ რეალურად კონსტრუქციული წვლილის...

“ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, რომ რეალურად კონსტრუქციული წვლილის შემტანი ყოფილიყო პროცესებში” – მიხეილ სარჯველაძე

საქართველოში სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმყოფებოდა. ვიზიტთან დაკავშირებით არაინფორმირებულობის გამო უკმაყოფილება გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა. საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილს მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთეს მმართველი პარტიის ლიდერებმა:

,,ის აბსოლუტურად არაფერ შუაშია იყო ამ შეხვედრასთან ან ამ ვიზიტთან დაკავშირებით.

ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, რომ რეალურად კონსტრუქციული წვლილის შემტანი ყოფილიყო ამ პროცესებში. მიიყვანა ყველაფერი, მათ შორის, შეუთანხმებელი ნაბიჯებით, ეს იყო, ალბათ, მთავარი ფაქტორი, მდგომარეობა იქამდე, რომ აუცილებელი გახდა იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება.

თანმიმდევრული მგონია, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც ის ცდილობს, ზურაბიშვილთან თანამშრომლობა არ შედგეს“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და მის მიმართ ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც:

,,გამოცდილება, სამწუხაროდ, დაგროვდა იმგვარი და მისი ვიზიტები დასრულდა შედეგით, როდესაც ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა, შეცდომაში შეყვანილმა, საქართველო ყველაზე მნიშვნელოვან დროს გააკრიტიკა. იმ პროცესში, როდესაც ჩვენ ვმუშაობდით, მართლაც, ხელებდაკაპიწებული იმისათვის, რომ მიგვეღო ევროკავშირის წევრობის, კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა, ბექა ოდიშარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციონერი ლიდერი ტყვეობაში გყავთ და შალვა, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს...

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

“დაუშვებელია პოლიციელზე შეურაცხყოფის მიყენება!” – დიმიტრი სამხარაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი სამხარაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...