spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიკომუნიკაციების კომისიის მრჩეველმა ITU-ს მადლობის სიგელი მიიღო

კომუნიკაციების კომისიის მრჩეველმა ITU-ს მადლობის სიგელი მიიღო

კომუნიკაციების კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, პროფესორმა სერგო შავგულიძემ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისგან (ITU) მადლობის სიგელი მიიღო, რომელსაც ხელს ITU-ს გენერალური მდივანი, დორინ ბოგდან-მარტინი აწერს.

სიგელთან ერთად გამოგზავნილ წერილში, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი სერგო შავგულიძეს მადლობას უხდის იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მან, როგორც რადიოკომუნიკაციის სექტორის (ITU-R) მე-5 შემსწავლელი ჯგუფის (SG5) ვიცე-თავმჯდომარემ, ITU-ს რადიოკომუნიკაციის სექტორის საქმიანობის მხარდასაჭერად შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ სერგო შავგულიძე 2015-2023 წლებში ITU-R-ის მე-5 შემსწავლელი ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარედ მაქსიმალური ვადით, 8 წლით იყო არჩეული. ITU-R-ის შემსწავლელი ჯგუფები პასუხისმგებლები არიან მსოფლიო რადიოკომუნიკაციების კონფერენციებზე მიღებული გადაწყვეტილებებისთვის ტექნიკური საფუძვლების მომზადებაზე და ასევე, გლობალური სტანდარტების, რეკომენდაციების, ანგარიშებისა თუ სახელმძღვანელოების შემუშავებაზე. SG5 ჯგუფი კი ფიქსირებული, მობილური, რადიოგანსაზღვრის, სამოყვარულო და სამოყვარულო-თანამგზავრული სამსახურებისათვის, სისტემებისა და ქსელების შესწავლის მიმართულებით მუშაობს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...