spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეონა ჭალიძე - "მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ჩაერიცხოთ სოციალური გასაცემელი...

თეონა ჭალიძე – “მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ჩაერიცხოთ სოციალური გასაცემელი დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირებს”

“სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ასევე, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსადმი, რომ მათ დროულად ჩაურიცხონ სოციალური გასაცემელი დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირებს:

,,დაუყოვნებლივ ჩაურიცხონ სოციალური გასაცემელი დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირებს!

სამეგრელოდან, იმერეთიდან, გურიიდან, კახეთიდან, შიდა ქართლიდან და თბილისიდან მოქალაქეების მომართვის შედეგად ჩემთვის ცნობილი გახდა რომ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს მათი გამომუშავებული თანხის ანუ სოციალური გასაცემლის ჩარიცხვა მნიშვნელოვნად დაუგვიანა ჯანდაცვის სამინისტრომ.

არადა გაცხადებული ჰქონდათ, რომ ეს სოციალური გასაცემელი დაირიცხებოდა ყოველ მომდევნო თვეს, არაუგვიანეს 10 რიცხვისა. როგორც დასაქმების პროგრამაში ჩართული პირები აცხადებენ ისინი დღემდე ელოდებიან დეკემბრის თვის ანაზღაურებას, რომელზეც მიიღეს დაპირება, რომ 15 იანვარს მაინც ჩაერიცხებოდათ, თუმცა უკვე 27 იანვარია და ამ დრომდე მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან.

მსგავს სიატუაციაშია 30000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი. მივმართავ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ჩაერიცხოთ სოციალური გასაცემელი დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირებს.

ასევე გააკეთონ განმარტება რამ განაპირობა მსგავსი პრეცედენტი და უზრუნველყონ რომ მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს მსგავს უპასუხიმგებლობას“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...