spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ღარიბაშვილს ვეკითხები - დავოსში რომ იყავი, რომელ კომპანიას...

“ღარიბაშვილს ვეკითხები – დავოსში რომ იყავი, რომელ კომპანიას შეხვდი, რომ საქართველოში შემოსულიყო?” – გიორგი ვაშაძე

20-34 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა არის 50%-ზე მეტი, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ვინც სამუშაო ადგილს ვერ პოულობს, უცხოეთში გაქცევა უწევს“, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე საქართველოში სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ ვითარებას.
როგორც ოპოზიციის ლიდერი აღნიშნავს, კორუმპირებული ხელისუფლება არ ცდილობს, რომ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო კომპანიები გამოჩნდნენ.

ახალგაზრდებთან შეხვედრისას და მათთან საუბრისას ვაშაძემ აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საერთაშორისო ბრენდებს საქართველოში შემოიყვანენ, რაც ახალგაზრდებს ღირსეულ სამუშაო ადგილებს შეუქმნის:

20-34 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა არის 50%-ზე მეტი, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ვინც სამუშაო ადგილს ვერ პოულობს, უცხოეთში გაქცევა უწევს, ხოლო ვინც პოულობს, ქსელურ მაღაზიებში 700-800 ლარად მუშაობს. ამის საპირწონედ, რუსეთი დატოვა 500-ზე მეტმა კომპანიამ და 5000-ზე მეტმა ბრენდმა, 266 მლრდ-ის ქონებამ და 2 მლნ-ზე მეტმა სამუშაო ადგილმა.

მე კითხვას ვუსვამ ღარიბაშვილს – დავოსში რომ იყავი ჩასული, რომელ ამ კომპანიას შეხვდი, რომ საქართველოში შემოსულიყო? სად წავიდნენ იცით ხალხო? წავიდნენ აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, დუბაიში, თურქეთში. თურქეთზე არაფერს ვამბობ, აზერბაიჯანში რატომ უნდა წასულიყო და არა საქართველოში?! ამის მიზეზი არის სწორედ ოლიგარქიული, კორუმპირებული მმართველობა, ივანიშვილ-კობახიძე-ღარიბაშვილი. მათ არ უნდათ საერთაშორისო ინვესტიციები, თორემ ამ ახალგაზრდებს ახლა მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები ექნებოდათ. აი, ეს არის ჩვენსა და მათ შორის სხვაობა.

ჩვენ ამ კომპანიებს შემოვიყვანთ საქართველოში, მთავარია, რომ ეს კორუმპირებული კასტა მოვაშოროთ მმართველობას და ამ კომპანიებთან დავიწყოთ მოლაპარაკება.

როდესაც ქვეყნის მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილებია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რომ მიდის დავოსში, ამ კომპანიებს არ უნდა ელაპარაკებოდეს? კითხვა დავსვათ – რატომ არ შემოვიდა არცერთი ეს კომპანია საქართველოში?! აზერბაიჯანში რა არის უკეთესი, ვიდრე საქართველოში? – ხელისუფლება. მეტი კი არაფერია, ხელისუფლებას იმ კუთხით ვამბობ, რომ დაელაპარაკა ინვესტორს და ჩაიყვანა, ხოლო ესენი, თუ წილი არ აქვთ, არავის არ ელაპარაკებიან.

ამიტომაა, რომ ახალგაზრდები ღირსეულ სამუშაო ადგილებს ვერ პოულობენ, 700 ლარზე მუშაობენ და ეს თანხა გაზრდილი ფასების პირობებში არაფერია და მერე უწევთ ქვეყნიდან ემიგრაციაში წასვლა. აი, ამ კატასტროფულ ვითარებაში ვართ და რაც შეიძლება სწრაფად, ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...