ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია"...

“ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია” – კახა კალაძე ფონდ “ქართუს” შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის ადრესატი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილია.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ფონდის შესახებ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა:

ეს ახალი არ არის, უკვე დიდი ხანია ვიცით, რა დამოკიდებულებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია, რაც დღეს არ დაწყებულა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ ძალიან ბევრ ტყუილს და სიბინძურეს. აქვთ მცდელობა, რომ როგორმე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ტალახი ესროლონ ამ ადამიანს.

ყველამ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რამდენი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული, მილიარდობით დოლარი აქვთ დახარჯული მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს პროექტზე. როდესაც ხარ წარმატებული და ასეთ უმნიშვნელოვანეს საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებ, რა თქმა უნდა, არის შემოტევები, რომ როგორ დაგაზიანონ, როგორმე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა არავის არაფერი გამოუვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის” – გიორგი ბარამიძე

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის,...

“საპატიმრო დაწესებულებიდან გიგზავნით ჩემს ხედვას, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საზოგადოებას მიმართავს - მეგობრებო,...

“დღეს, მე, 82 წლის დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემმა ძმის შვილმა შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე”...

18 ივლისს, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა საჩივარი...

“რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ ყველაფერზე წასვლა, ყველაფრის კადრება მოგიწია” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე...

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ მორიგი წერილი გამოაგზავნა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...