spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ანგარიშის მთავარი მიზანია, მიმოიხილოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული...

“ანგარიშის მთავარი მიზანია, მიმოიხილოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული დარღვევები” – ადამიანის უფლებათა ცენტრი

22 იანვარს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა საჯაროდ გამოაქვეყნა შემაჯამებელი ანგარიში შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ, რომელიც მიმოიხილავს 2023 წლის განმავლობაში აქციების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ უფლებადარღვევებსა და მთავარ გამოწვევებს. ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის – „ადამიანის უფლებებზე მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

შემაჯამებელი ანგარიში წარმოაჩენს ეროვნული კანონმდებლობის დარღვევებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევებს იმ შეკრებების მიმდინარეობისას, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა. კერძოდ, დოკუმენტში განხილული საკითხები მოიცავს აქციის დაშლისას სპეციალური საშუალებების გამოყენებას, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებების დარღვევას, საპროტესტო კარვის გაშლის აკრძალვას, საპოლიციო ძალების არაპროპორციული რაოდენობისა და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების მონაწილეობას და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ანგარიშის მთავარი მიზანია, მიმოიხილოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული დარღვევები, რის განუყოფელ ნაწილსაც წარმოადგენს დარღვევების სამართლებრივი შეფასება და საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შესაბამისობის ანალიზი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ასევე, შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის, შსს-ს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი, რომელთა შესრულებაც უზრუნველყოფს მშვიდობიანი შეკრების უფლების ეფექტიან დაცვას.

იხილეთ: www.hrc.ge/files/reports/300aqciebis%20monitoringi%20geo.pdf

ინფორმაციას ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...