spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა ვისაუბრო ხულოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტზე, რომელიც...

“მინდა ვისაუბრო ხულოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტზე, რომელიც არ არის მორგებული ხულოს მოსახლეობის ინტერესებზე” – ზაზა ვანაძე

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლის, ზაზა ვანაძის მიერ საკრებულოს სხდომაზე გაკეთებული განცხადება:

მოგესალმებით მეგობრებო!

მინდა ვისაუბრო ხულოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტზე, რომელიც არ არის მორგებული ხულოს მოსახლეობის ინტერესებზე.

უნდა აღვნიშნო, რომ 2024 წლის ბიუჯეტი შეადგენს 29 მილიონ ლარს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებთ 6 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ასევე ყურადღება მინდა გავამახვილო კონკრეტულ ფაქტებზე. კერძოდ, რაც წინა წლებში იყო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები – ისევე რჩება: არ ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგება. ამავე დროს, რჩება მოუწესრიგებელი გზები, მოუწესრიგებელი ადმინისტრაციული ერთეულები და სოფლების ცენტრები, საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობა, რომლებიც დიდ პრობლემას უქმნის მოსახლეობას და ხელს უწყობს მეწყრული პროცესების წარმოშობას.

მოუწესრიგებელია ხიდებიც, ელექტროენერგია მთებში – 21-ე სააუკუნეში, დღემდე არა.

ასევე მინდა გაცნობოთ, თუ რა ინიციატივები და შენიშვნები შევიტანე ბიუჯეტის განხილვამდე:

1. სოფლების შიდა გზები და სანიაღვრე არხების მოწყობა;

2. ადმინისტრაციული ერთეულების და სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა, ვინაიდან ჩვენი რაიონი მცირე მიწიანია და ხულოს მოსახლეობის უმრავლესობა ძირითადად ტურისტზეა დამოკიდებული, ამიტომ უხერხულია მოუწესრიგებელი ცენტრები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, რაც ტურისტებს დისკომფორტს უქმნის. მინდა გითხრათ ამ მიმართულებით ბიუჯეტში მᲜიშვნელოვანი არაფერია გათვალისწინებული;

3. მძიმე ავადმყოფების დაფინანსება, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს. ასევე, ტრანსპორტირების ხარჯების უზრუნველყოფა;

4. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დღესასწაულებზე სასურსათო კალათების შეძენა, ვინაიდან მათაც თავი იგრძნონ სრულფასოვან ადამიანებად;

5. სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარება, რადგანაც რეგიონში ხშირია სტიქიური უბედურებები;

6. შშმ პირებისათვის ყოველთვიურად მედიკამენტებით დახმარება, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა ვერ უზრუნველყოფს;

7. ბაგაბაღების პედაგოგებზე და თანამშრომლებზე 100%-ით ხელფასის ზრდა. სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს ჩემი მოთხოვნა და მხოლოდ 10% დაუმატეს, რაც სამარცხვინოა, ვინაიდან დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე მუშაობენ 400 ან 500 ლარზე და მხოლოდ სამარცხვინო 10% – 40 და 50 ლარი. ეს ადამიანური მოქცევაა?” – აღნიშნავს ზაზა ვანაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

“ისადა, რატომ არ ჰქონდა ქართულ ოპოზიციას 2024-ის არჩევნების დღეს დაორგანიზებული მიტინგი?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებებით მიმართავს: "ისადა, რატომ არ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...