ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ენგურს მიღმა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე...

“ენგურს მიღმა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, სრულიად მიტოვებულები…” – სოფო ჯაფარიძე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილი ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეხვედრა სამეგრელოში, ენგურის ხიდთან გაიმართა. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პროექტის კოორდინატორმა, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სოფო ჯაფარიძემ:

,,ხედავთ, რომ აფხაზეთიდან გადმოდიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ დღეს ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა. იცით, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯანდაცვა ძალიან მძიმე და სავალალო მდგომარეობაშია. ენგურს მიღმა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, სრულიად მიტოვებულები…

დღევანდელი დღით არ დასრულდება ჩვენი აქცია. მე ვუზრუნველყოფ, რომ მუდმივი კონტაქტი და კომუნიკაცია იყოს ჩვენს ექიმებსა და მათ შორის იმიტომ, რომ მათ ეს ძალიან სჭირდებათ.

დღეს ვართ ჩვენ აქ და მთელი დღის განმავლობაში უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

“ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ” – სოფო ჯაფარიძე

პროდასავლური პარტიების ლიდერების პატიმრობის მისჯას და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს ეხმაურება...

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...