spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება და...

ირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება და ღირსეული პროფესიონალი – გიორგი გახარია

საქართველოს გენერალური პროკურატურის კანდიდატურაზე აზრის გამოთქმისას პრემიერ მინისტრმა დადებითად დაახასიათა ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, რომელმაც აღნიშნული პოსტი 2018 წლის 31 მაისს დატოვა. გიორგი გახარიას მიაჩნია, რომ შოთაძე ღირსეული ადამიანი და ღირსეული პროფესიონალია:

საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია, მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს და შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება და ღირსეული პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობების აღება.

ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ყოველგვარი ცეკვების გარეშე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა მისაღებია ხელისუფლებისთვის, “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის.

იუსტიციის მინისტრი მიესალმება შოთაძის კანდიდატურის დაყენებას:

შოთაძე იყო ძალიან კარგი გენერალური პროკურორი.

მივესალმები ამ კანდიდატურის დაყენებას.

თქვენ ყველას გახსოვთ ჩემი ურყევი პოზიცია, რომ მაშინ ირაკლი შოთაძემ, მართალია მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, მაგრამ მე ეს გადაწყვეტილება, მისი გადადგომის შესახებ, არ მომწონდა და ეს პოზიცია, მას შემდეგ, არასდროს შემიცვლია,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ პარლამენტის უმრავლესობა მხარს დაუჭერს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას:

რაც შეეხება შოთაძეს, მინდა გითხრათ, რომ მთავარი პროკურორის პოზიციაზე მისი საქმიანობის დროს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გვახსოვს, რომელიც იყო გამოძიებული, დროულად და ეფექტურად.

რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით, როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები, დაზარალებულმაც გამოთქვა კითხვები მის მიმართ, მან ასევე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა.

არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მისი კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, რომელიც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად და ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – ომარ ფურცელაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...