ორშაბათი, მაისი 19, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასეთი ტიპის ქმედებები საკმაოდ სენსიტიურია, საშიშია, ბევრი ადამიანის...

“ასეთი ტიპის ქმედებები საკმაოდ სენსიტიურია, საშიშია, ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს” – ლევან იოსელიანი

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საინფორმაციო გადაცემა “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების შემცველი ხატის დაბრძანებასთან, ნატა ფერაძის მიერ მისი საღებავით დაზიანებასა და ამის გამო ალტ-ინფოს აქტივისტების მხრიდან მწვავე რადიკალურ ქმედებებთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებები გააკეთა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა:

ვიტყვი, რომ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ჩვენ ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში და მე საერთოდ, ცოტა მეგულება ადამიანი, ვინც მოიწონებდა ამ საქციელს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის რელიგიური ქვეყანა. ეს არის მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, რელიგიური ქვეყანა ამიტომ ასეთი ტიპის ქმედებები საკმაოდ სენსიტიურია, საშიშია, ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს და განსაკუთრებული სიფრთხილეა მართებს ყოველთვის, ასეთ ნაბიჯებს დგამს და ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს.

ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, ადამიანისთვის ის, რაც იქ ვიხილეთ.

მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე არასწორია ადამიანების ლინჩის წესით გასამართლება სამართლებრივ სახელმწიფოში, დემოკრატიულ საზოგადოებაში. როგორი მიუღებელიც უნდა იყოს ვიღაცის ქმედება, არ შეიძლება მიუვარდე მას სახლში და გადაწყვიტო მასზე ძალადობა და მისი გასამართლება ასეთი მეთოდით. ამისთვის არსებობს სახელმწიფო და კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დარეგულირება.

ამავე დროს, ჩემთვის ასევე მიუღებელია სტალინის ხილვა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. გასაგებია, ეს არ არის ხატი, მაგრამ რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, რომ ის არ იმსახურებს იყოს იმ ადგილას, რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა – ანგრევდა, ხვრეტდა, ანადგურებდა და ის აკეთებდა ამას არა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, აკეთებდა ასევე სხვა რელიგიების წინააღმდეგაც“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთი უტიფარი სიტყვა, თვით ქოცური პროკურატურისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი...

“მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის” – შალვა პაპუაშვილი

„დონორების მხრიდან ფულის ხარჯვის შედეგებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ფონზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი...

“პოლიტიკა სულაც არ არის სინამდვილეში ბინძური საქმე და ბინძურს ხდიან ის ადამიანები, რომლებიც ამ...

,,მოძრაობა - ახალგაზრდული ძალა"-ს დამფუძნებელი, თედო ზოიძე სააგენტო ,,პარალელთან"...

პაატა მანჯგალაძე: “ლიდერები ერთად ციხეში კი არა ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოზიციას აფიქსირებს საგამოძიებო...

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს რამის და ვინმეს დაცვაზე…”

პაატა მანჯგალაძე ეხმიანება ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ...