“სუხიშვილების” და ანიტა რაჭველიშვილის შესრულებით დადგმულმა ტანგომ საზოგადოებაში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია, იყო მძაფრი გამონათქვამებიც, რასაც კონკრეტული შეფასება-განმარტებებით გამოეხმაურა სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი:
“სრულიად სხვადასხვა რამეა ორი მსჯელობა:
1. ანიტას ცეკვა არ მომწონს;
2. ანიტას ფიზიკური მონაცემების ქალმა არ უნდა იცეკვოს.
პირველი შენი სუბიექტური გემოვნების ამბავია და ვერავინ შეგედავება (მოწონება/არმოწონებაში თავისუფლები ვართ).
მეორე მსჯელობა გენერალიზებული დამოკიდებულებაა, თუმცა – იდიოტური; და სწორია, თუ ასეთი დამოკიდებულების გამო გაილანძღები.
მეორე მხრივ, ადამიანებს იმის უფლებაც აქვთ, რომ იდიოტები იყვნენ!🙂” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე იაგო კაჭკაჭიშვილი.