ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ღარიბაშვილი: "დღეს რომ არჩევნები იყოს, "ქართული ოცნება"...

ირაკლი ღარიბაშვილი: “დღეს რომ არჩევნები იყოს, “ქართული ოცნება” მინიმუმ 60%-ს აიღებდა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით:

,,დღეს რომ არჩევნები იყოს, ,,ქართული ოცნება” მინიმუმ 60%-ს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, არ ვნერვიულობთ. თუმცა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ისევ ჩვენ ხალხს, რომ ეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს.

რაც შეეხება ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას და ასე ვთქვათ, მათ უსუსურ მცდელობას, რომ რაღაც ახალი შესთავაზონ საზოგადოებას, – ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. ეს არის ტყუილი! ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და მათ კარგად იციან, ვის რა წარსული აქვს, კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში.

არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა, – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ან ,,ახალი ნაციონალური მოძრაობის”, როგორიც არის, მაგალითად, ხაზარაძის გაერთიანება ან სხვები, სხვა პატარა ,,ლუზერების”, რომლებიც ცდილობენ, რომ გაერთიანდნენ და ამით გადალახონ 5%-იანი ბარიერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოვუწოდებ ჩვენს ემიგრანტებს, მონაწილეობა მიიღონ ამ კონფერენციაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება 2025 წლის 25...

“კაცებმა დადეთ საჯარო პირობა რომ არ გათხოვდებით, კანონიც გაუქმდება და ვიზალიბერალიზაციაც გადარჩება🙌🫡” – ელისო...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თავიდან აცილების მხრივ ევროკავშირმა საქართველოს რიგი ნაბიჯების...

“დღეს, ჩვენ ქვეყანას ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს იცავს” – კახა...

„ჩვენ რომ მაშინ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...