პარასკევი, მაისი 17, 2024

შალვა ნათელაშვილი: “არავითარი წინააღმდეგობა სამონეთში არ შეიძლება იყოს”

,,ლეიბორისტული”პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ტვ ,,პირველის” გადაცემაში ,,საჯარო პოლიტიკა” ირონიანარევი შეფასება გააკეთა ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და ამჟამად პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ხელმეორედ დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით და აცხადებს რომ მას, ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, არ ექნება პრობლემები გუნდში, რადგანაც ერთპიროვნულად მართავს პარტიას:

,,არავითარი წინააღმდეგობა სამონეთში არ შეიძლება იყოს. მონების კოლეგიაში და საკრებულოში წინააღმდეგობები არ არის, თუ არ ჩავთვლით სპარტაკის აჯანყებას, რაც კაცობრიობის ისტორიაში ერთხელ მოხდა. სპარტაკი არცერთი არ არის, იქ რომ გახედო. არიან მდინარაძე-ღარიბაშვილ-კობახიძე და ვინც არიან, ჩვენ ვხედავთ.

ამიტომ არავითარი პრობლემა შიდაკლანური და შიდაწინააღმდეგობრივი მას არ გააჩნია. ის ერთპიროვნულად მართავს თავის ნაყიდს, – არა მარტო სული იყიდა მათი, მე მგონი, პირდაპირ ხორცი შეისყიდა, სასწორზე აწონა, იმ სასწორს 2 რქა ედგა ეშმაკის, ალბათ, დააჭირა ხელი და პირდაპირ ჩაიწერა – ,,აი, ამდენი წონა გიყიდე და ახლა, რასაც მოიმატებ, ეს იქნება ჩემი დამსახურება ამ წონაში“. წონაში ის ქონება იგულისხმება, რაც დაურიგა ამ თავის გარემოცვას, ჩვენი ხალხისა და მომავლის რესურსი.

ამიტომ არავითარი შიდა წინააღმდეგობა არ არის. მიზეზი არის ორად ორი:

1. რამენაირად შეაჩეროს ,,ლეიბორისტების” მიერ დაწყებული გარდაუვალი სანქცირების პროცესი.

2. თუ ვერ მოხერხდა მისი ,,დამუხრუჭება” პარტიის მრჩევლის რანგში, გათვლილი აქვს პრემიერ-მინისტრად გადასვლა ან გაპრეზიდენტება. ამ შემთხვევაში, მას უკვე ურჩიეს თავისმა პიარმენეჯერებმა, რომ დასავლეთი უკვე უხერხულობაში ჩავარდება, იფიქრებს, რომ ,,ახლა უკვე ეს კაცი ოფიციალურად სახელმწიფოს წარმოადგენს და რომ დავასანქციროთ, ქართველებს გული არ ვატკინოთ“.

ჩვენ ავუხსნით დასავლეთს ძალიან კარგად, რომ ქართველების სიხარული, ბედნიერება და გულების გახსნა იქნება მაშინ, როდესაც ყველაზე დიდი ბოროტება ივანიშვილის სახით დამარცხდება.

რაც შეეხება ღარიბაშვილებს და ,,იმის გამო წამოვიდა, რომ მოხსნას“… ხალხო, მეცოდინება ეგ ხალხი, მსხვერპლები, დაზარალებულები, სულგაყიდულები არიან დამიჯერეთ. ყველაფერი პირადული მიჰყიდეს აი ამ არსებას. ძალიან ცოდოები არიან…“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული