პარასკევი, აპრილი 26, 2024

კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს – კახა კალაძე

დედაქალაქის მთავრობის სხდომა თბილისის მერმა კახა კალაძემ გაფრთხილებებით დაიწყო და მოუწოდა ყველას მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ კორუფციის პრევენციის მხრივ:

“მინდა გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენი მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ კორუფციის პრევენციაზე, მაქსიმალური ყურადღება, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ.

იცით პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება არავის, რომ არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია ეს კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს.

თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით, არავის არ დავტოვებთ პრობლემებთან მარტო. იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები”, – გააფრთხილა ყვეშერდომები კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული