შაბათი, ივლისი 26, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მესმის, უჭირს "ქართულ ოცნებას", მაგრამ ყველაფერი არ უნდა...

“მესმის, უჭირს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ყველაფერი არ უნდა იკადროთ, რაღაც უნდა დატოვოთ წმინდა და ხელშეუხებელი” – პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ოცნების“ ლიდერები რაღაც საეჭვოდ გაიტაცა რელიგიურმა თემატიკამ და ყოველდღე ცრუ ეპისტოლეებს ახვევენ საზოგადოებას თავს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ თითქოს ოპოზიცია ეკლესიაზე შეტევას ცდილობს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ოცნება“ რელიგიურ თემატიკას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რაც ფარისევლობა და მკრეხელობაა:

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ოცნების“ ლიდერები რაღაც საეჭვოდ გაიტაცა რელიგიურმა თემატიკამ და ყოველდღე ცრუ ეპისტოლეებს ახვევენ საზოგადოებას თავს.

პირველი – რწმენა და ღმერთი იმდენად ღრმა და წმინდა საკითხია ჩემთვის, მისი საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ფარისევლობად და მკრეხელობად მიმაჩნია, მით უფრო, როცა ეკლესიის ავტორიტეტს სიცრუისა და ცილისწამების ტირაჟირებისთვის იყენებენ.

მეორე – მესმის მათი მიზანი, მათ უნდათ ღმერთი და რწმენა ბნელი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენონ. აქედან ნათლად ჩანს, რომ მათ არც რწმენის და არც ქრისტიანობის არაფერი გაეგებათ, რაც სავალალო და დასანანია.

მესამე – მესმის უჭირს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ყველაფერი არ უნდა იკადროთ, რაღაც უნდა დატოვოთ წმინდა და ხელშეუხებელი.“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ ყველაფერზე წასვლა, ყველაფრის კადრება მოგიწია” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე...

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ მორიგი წერილი გამოაგზავნა...

“მდუმარე ადამიანიც ხვდება დღეს, რომ რეჟიმი სწრაფად უნდა შეიცვალოს” – სერგო ჩიხლაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და...

“ივანიშვილის ყველაზე დიდი მიღწევა იყო საქართველოს მოსახლეობის 50%-ის ინტელექტუალური შესაძლებლობების მედუზას დონემდე დაყვანა” –...

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ბიზნესმენ ფადი ასლის მძიმე შეფასებები: "ივანიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...