შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიამინდის პროგნოზი15-18 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი, ძირითადად უნალექო ამინდები

15-18 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი, ძირითადად უნალექო ამინდები

15-18 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო:

⛅️ 15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი.

⛅️ ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

☁️ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

☁️ დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

🌨 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

⛅️ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

🌨 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი...

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ...

29 ივნისს დღის ბოლოდან 30 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ავდარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: 29 ივნისს დღის ბოლოდან 30...

2 ივლისს გვიან საღამოდან 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია...

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 2 ივლისს გვიან საღამოდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...