კვირა, ივლისი 27, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს გადაწყვეტილება ჰგავდა გარიგებას: ეკლესია ხატიდან მოაშორებს სტალინს,...

“ეს გადაწყვეტილება ჰგავდა გარიგებას: ეკლესია ხატიდან მოაშორებს სტალინს, ხელისუფლება გაამკაცრებს რელიგიური სიწმინდეების ხელშეუხებლობის კანონს” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, სამების ტაძარში დასვენებული ხატიდან სტალინის გამოსახულებიანი ფრაგმენტის ამოშლასთან დაკავშირებით:

მარჩიელობის საგანი გახდა, რატომ მიიღო საპატრიარქომ მოულოდნელი გადაწყვეტილება, წმ. მატრონას ხატიდან სტალინის გამოსახულება ამოეშალა და ამით ექსტემისტული ჯგუფები გაენაწყენებინა.

ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ცალსახა პასუხი არ გვაქვს. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ ეს იცის, უნდა შეძლებოდა, საპატრიარქოს ეს ნაბიჯი ეწინასწარმეტყველებინა. ასეთი არავინ ვიცი.

მაგრამ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ შესაძლო პასუხების ვარიანტები. ასეთი ჩემი აზრით, ორია: (1) გადაწყვეტილება პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო საკუთარი ინიციატივით ან მისი გარემოცვის რჩევით; (2) ეს იყო ხელისუფლების რჩევა, რასაც ეკლესია დაეთანხმა. სხვა ვარიანტი არ მაფიქრდება.

ხელისუფლებას და ეკლესიას შორის ურთიერთობის დინამიკა ჩვენი პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი საკვანძო და საინტერესო ფაქტორია. „ოცნება“ და ეკლესია პარტნიორები არიან, მათ ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ, ამიტომ ორივეს აქვს ერთმანეთზე გავლენის ბერკეტი. ეს გადაწყვეტილება ჰგავდა გარიგებას: ეკლესია ხატიდან მოაშორებს სტალინს, ხელისუფლება გაამკაცრებს რელიგიური სიწმინდეების ხელშეუხებლობის კანონს.

არ ვიცი, ამ ორი ვარიანტიდან რომელია სწორი. მაგრამ საკონტროლო კითხვები ასეთი უნდა იყოს: ვის უქმნიდა მეტ უხერხულობას საზოგადოების რეაქცია ეკლესიაში სტალინის განდიდებაზე? ამ ეტაპზე, ვის პოლიტიკაში უფრო ჯდება ექსტრემისტული ჯგუფებისგან დისტანცირება (თუკი მათი რეაქცია წინასწარ გათვლილი იყო)?“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ემიგრაციაში მყოფი კაცები გასუსულები რატომ ხართ?” – გოჩა მირცხულავა

ირონიული მინიშნებების ტალღას "მამაკაცის გათხოვებასთან" დაკავშირებით ასევე ირონიული და...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“წელს ყველა ელოდა, რომ ის ნობელის პრემიას მიიღებდა…” – მიხეილ სააკაშვილი ცოტნე ჯავახიშვილთან დაკავშირებით

მსოფლიოში სახელგანთქმული ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...