“ევროპული საქართველოს” წევრის თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ ფეისბუქ-Live-ში გაკეთებულ შეფასებებს, კონკრეტული პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:
“ვერაა ეს ჩერგო საღ ჭკუაზე – ლაივს არ მაზავს, მე რომ არ მახსენოს!
“ასავალ დასავალს” დაემსგავსა თვითონ, გამოფინა საჯაროდ მთელი შიდა სამზარეულო (ჭორ მართალი). მე თუ ვიჯექი “რუსთავი 2”-ის ეთერებში, ვიჯექი ფაქტებით და არასოდეს არ მითქვამს, ბიძინა ვერტმფრენს დაქოქავს და ახლა გაიქცევა!
ვამხელდი კორუმპირებულ ქოცებს და არაერთი მათგანი ჩამოვაშორე თანამდებობას!
ვერ მინელებს ეს დამწყები პოლიტიკოსი!
ათი წელია ბორგავს და ერთი ფაქტი დადოს, რა შედეგს მიაღწია!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.