კვირა, ივლისი 27, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეცდომები დიპლომატიაში ტრაგიკული შედეგებით მთავრდება" - შალვა ნათელაშვილი

“შეცდომები დიპლომატიაში ტრაგიკული შედეგებით მთავრდება” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და მოითხოვს, ბელარუსის ახლადდანიშნული ელჩისგან რწმუნებათა სიგელები მიიღოს და ასევე დაუყოვნებლივ დაინიშნოს საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში, რათა არ მოხდეს დიპლომატიურ ურთიერთობაში შეცდომების დაშვება:

,,მოგეხსენებათ, 2008 წლის შემდეგ ბელარუსის მთავრობა და პრეზიდენტი ძალიან დიდ ზეწოლას უძლებს მოსკოვიდან, რომელიც მათ სთხოვს, აღიარონ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა და ჩვენ ამას ვაფასებთ.

ახლა ვიგებთ საოცარ ამბავს – საქართველოს პრეზიდენტი რწმუნებათა სიგელებს ბელარუსის ახლადდანიშნული ელჩისგან არ იღებს, ხოლო საქართველოს მთავრობა მინსკში არ ნიშნავს საქართველოს ახალ ელჩს, რომელიც იქ უნდა იჯდეს და აკონტროლებდეს ვითარებას სრულიად.

ერთადერთი დასკვნა აქედან შეიძლება გავაკეთოთ, რომ ყველაფერი დაგეგმილია მოსკოვში, რომელსაც სურს გააღიზიანოს ბელარუსის მთავრობა და ხელმძღვანელობა, წაიყვანოს ისინი აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების პლატფორმაზე. სხვა დასკვნის გაკეთება აქედან შეუძლებელია.

მე ვაფრთხილებ პირადად ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს ე.წ. პრეზიდენტს – სასწრაფოდ დანიშნეთ საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში და მიიღეთ რწმუნებათა სიგელები ბელარუსის ახლადდანიშნული ელჩისგან.

ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ, ვისაც ეხება – შეცდომები დიპლომატიაში ტრაგიკული შედეგებით მთავრდება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილს ამ ქვეყნის ხელახლა გასაბჭოების უფლებას არ მივცემთ” – ლაშა დიაროვი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“საპატიმრო დაწესებულებიდან გიგზავნით ჩემს ხედვას, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საზოგადოებას მიმართავს - მეგობრებო,...

“კვლავ ძალაში რჩება “მეორე ფრონტის” გახსნის იდეა და ეს არის რეალური” – რიმა ბერაძე

დეპუტატი რიმა ბერაძე, საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის იდეას, რეალურად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...