პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან ,,ქართული ოცნების’’ დამფუძნებელი და პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საჯარო დებატებში გამოიწვია:
,,გიორგი გახარია დაიმალა და შეეშინდა მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეტევა იყო საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ამიტომ, ამ ადამიანს არ აქვს მორალური და პოლიტიკური უფლება, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რაიმე საკითხზე, მით უმეტეს, მასთან საჯარო დებატებზე ისაუბროს.
ამ ადამიანის მიერ, განვლილი გზა, კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის უმადურობას და ადამიანის მხრიდან ღალატს, თურმე საზღვარი არ ჰქონია’’, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი