შაბათი, მაისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"სულ რაღაც 1 წელი გვჭირდება და ჩვენ საზოგადოებას...

“სულ რაღაც 1 წელი გვჭირდება და ჩვენ საზოგადოებას ინფორმაციას ღიად მივაწვდით” – პაატა მანჯგალაძე ადამიანის უფლებების დარღვევებზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს Human Rights Watch-ის ანგარიშის შესახებ საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილში ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

,,ერთობლიობაში უნდა დავინახოთ – მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ასევე, მედიასთან მიმართებაში მთელი რიგი რეგულაციები, ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ ერთობლიობაში. ეს არ იყო შემთხვევითი ფაქტები, ეს იყო ერთიანი ჯაჭვი, ერთმანეთთან იყო სინქრონიზებული და ჩვენ ამის მტკიცებულებებს შევქმნით.

სულ რაღაც 1 წელი გვჭირდება და ჩვენ ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას ღიად მივაწვდით. ჩვენ ვნახავთ, რომ დიახაც, რუსული სპეც-სამსახურები, ფარცხალაძის მსგავსი ადამიანებით, როგორ ახდენდნენ გავლენას საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე’’, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...