ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

“ეს გამონათებაც და სააშკარაოზე გამოსვლაც იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ კარგია, რომ ეს ძალა მოიკრიბა და ეს ნაბიჯი გადადგა” – გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია ერთ-ერთი შეხვედრის დროს განცხადებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და ამჟამად, საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისა და მმართველი პარტიის რიგით მე-7 ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით:

,,ფაქტობრივად, დაადასტურა ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ ვერავინ და ვერსად პასუხისმგებლობის ვერ დაემალებოდა! ეს არის ახლა რაც ხდება. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს იყო იძულებითი ნაბიჯი. ეს გამონათებაც და სააშკარაოზე გამოსვლაც, რა თქმა უნდა, იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ კარგია, კარგია, რომ ეს ძალა მოიკრიბა და ეს ნაბიჯი გადადგა.

საბოლოო ჯამში, კარგია, რადგან ბევრი რამ აღიარა. მაგალითად, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იყო. აი, ეს პასაჟი, რომ 2-3 ადამიანს ვაძლევდი კონსულტაციებსო… რა თქმა უნდა, 2-ს, 3-ს, 4-ს, 5-ს – მე ხომ ვიცი, როგორ ხდება და როგორ მუშაობს…

აღიარა, რომ ეს ,,პატარა მშიშარა ბიჭები” არაფრის მაქნისები არ არიან. და, რა თქმა უნდა, მათ იმედზე ვერც თვითონ დარჩება და იმედი მაქვს, ქვეყანასაც, ხვდება, რომ ვერ დატოვებს.

რაც მთავარია, კორუფცია აღიარა. აღიარა, რომ ქვეყანაში სერიოზული სისტემური კორუფციული რისკებია. სიმართლე გითხრათ, მისი გამოჩენის აი ამ სუსტ დასაბუთებას რომ ვუყურებდი, ადამიანურად შემეცოდა. სამწუხაროდ, სხვა არცერთი სიტყვა სიმართლე არ თქვა. ან ვერ თქვა…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული