spot_img
მთავარიარჩევნები"რაც არ უნდა სპეკულაციები და სიბინძურე მოვისმინოთ, საპარლამენტო...

“რაც არ უნდა სპეკულაციები და სიბინძურე მოვისმინოთ, საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდება” – კახა კალაძე

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და ყველა პარტიას საარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმოების შესაძლებლობა ექნება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთა წარმომადგენლები საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას ითხოვენ.

ჩვეულებრივი სპეკულაციებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გრძელვადიანი დამკვირვებლებიც ჩამოვლენ და არჩევნებიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება. ეს პირველ რიგში, ჩვენს ინტერესში შედის, რომ არავის მიეცეს იმის შესაძლებლობა, რასაც კადრულობდნენ 2020 წელს – გახსოვთ ყველას, როგორ გააყალბა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) პარალელური დათვლის შედეგები იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია და გადატრიალება მოეწყოთ. ვინ აფინანსებდა და საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, საზოგადოებამ იცის. რაც არ უნდა სპეკულაციები, ზოგიერთი ე.წ. ევროპარლამენტის მხრიდან სიბინძურე და მსგავსი განცხადებები მოვისმინოთ, ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, სიმშვიდე.

არჩევნები ჩატარდება უმაღლეს დონეზე, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია აწარმოოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – როდის აპირებს ხელისუფლება ქვეყანაში გრძელვადიანი, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას, თბილისის მერი პასუხობს, რომ დამკვირვებლები ოქტომბრამდე ჩამოვლენ, როგორც ამას საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„როცა ამის დრო და საჭიროება დადგება, გაცხადებული იქნება ეს ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე ყველა განვითარებულ ქვეყანაში. დღეს გინდათ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ? არის ამის აუცილებლობა?“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ”...

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...