საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან ,,ქართული ოცნების’’ დამფუძნებელი და პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საჯარო დებატებში გამოიწვია:
,,მე მესმის, მას შელახული აქვს იმიჯი და ცდილობს ახლა, რომ რაღაცნაირად აიმაღლოს და ვინ გამოიწვია? ბატონი ივანიშვილი, რომლის 1% მაინც გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და მერე შეუძლია ასე თამამად გამოიწვიოს.
მანამდე მე ვურჩევ, – გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვირდებით. იმის შემდეგ, ბატონ გუბაზთან გადადით, ბევრი საერთო გაქვთ და მიხვდები, რაც და ბოლოს, ამათ რომ მოილევ, ბოლო ტესტი ეს იქნება ჩერგო.
აი იქაც თუ გაძვრები, მერე მე პირადად მზად ვარ დაგიჯდე და იმ შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, სპეცოპერაციებზე და შემდეგ ის გუნდს, რომ უღალატე და ქვეყანას და მერე რა მოიმოქმედე, როგორ შეუკარი კოალიციები მარგინალებს და მწვალებლებს საკრებულოებში, აი მაგაზე მერე გესაუბრები თუ სურვილი გექნება’’, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი