კვირა, ივლისი 27, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეყოფა გამბედაობა და...

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეყოფა გამბედაობა და აღარ დაიმალება” – გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს მასსა და ,,ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ პოლიტიკურ დამოკიდებულებაზე:

,,რაც შეგვეხება ჩვენ, ზუსტად მინდა იცოდეთ, რომ ჩემი გადადგომის პირველივე დღიდან ივანიშვილმა ზუსტად იცოდა, რომ ჩვენ ვერავინ და ვერაფერი ვერ გაგვაჩერებდა. ზუსტად იცოდა იმიტომ, რომ ყველაზე კარგად და დეტალურად იცოდა ამ გადადგომისა და ნაბიჯის მიზეზები. შესაბამისად, ეს 3 წელია ასე იწყევლება – ჯერ წერილებიდან, შემდეგ ამ “პატარა ბიჭების”, “მშიშარა ბიჭების” საშუალებით. მე მგონი, ივანიშვილი ფიქრობს, რომ მის წყევლას მაგიური ძალა აქვს. სამწუხაროდ, მის წყევლას მაგიური ძალა კი არა, იმდენჯერ მოატყუა ხალხი და გუნდიც, რომ მის სიტყვასაც უკვე არანაირი ძალა არ აქვს.

მინდა იცოდეთ, რომ მე მარტივი მიდგომა მაქვს. მსგავსი ბრალდებების შემდგომ ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანი ვალდებულია გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. მე ამ ნაბიჯებს ველოდები.

უფრო მეტიც, ჩემი მხრიდან, თუ მისი სურვილი იქნება, ნებისმიერ ფორმატში: სამართლევრივად? – მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად? – მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად? – ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი დამსწრების პირობებში. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც, 100%-იანი მართალი ვარ და რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი. ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეყოფა გამბედაობა და აღარ დაიმალება. ეს იქნება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი. ეს იქნება ჩვენი მოქალაქეების პატივისცემა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კვლავ ძალაში რჩება “მეორე ფრონტის” გახსნის იდეა და ეს არის რეალური” – რიმა ბერაძე

დეპუტატი რიმა ბერაძე, საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის იდეას, რეალურად...

“დღეს, ჩვენ ქვეყანას ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს იცავს” – კახა...

„ჩვენ რომ მაშინ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით,...

“რანაირად აპირებთ ვინმესთვის რამის გამოგლეჯას?” – ნინო ჯანგირაშვილი

არჩევნებში მონაწილე პარტიებს კონკრეტულ ფაქტებზე აპელირებით, შეკითხვებით, განმარტებებით და...

ქობულეთმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა

ბათუმის შემდეგ ყველაზე ფერად ფესტივალს ქობულეთმა უმასპინძლა. „ზაფხულის ფესტივალს“...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...