საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების” წესდებაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელი და აწ უკვე საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა:
,,ორივეს, ,,ოცნების’’ და ,,ნაცმოძრაობის’’ მხარდაჭერა არის ისტორიულ მინიმუმზე, – ეს ერთი.
მეორე, – თქვენ იცით, რომ ეს სანქციების თემა მუდმივად ჰაერში ტრიალებს და [ბიძინა ივანიშვილის] წარმოდგენაში [პოლიტიკაში დაბრუნების] ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ესეც არის.
ბუნებრივია ის, რომ ,,ოცნებაში’’ ვინც დარჩა, იმ ბიჭებს რომ არ ენდობა – ეს მის სიტყვით გამოსვლაშიც კარგად ჩანდა’’, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ინფორმაციისთვის: მოქალაქეთა გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წესდებაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. წესდების მიხედვით, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება აირჩიოს პირი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე. ამასთან, საპატიო თავმჯდომარე იქნება პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი და მასვე შეეძლება პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევის გადაწყვეტილების უფლება.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი