პარასკევი, ივლისი 4, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო, მართლა სასწაულებრივად...

“ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო, მართლა სასწაულებრივად გადავრჩით” – გიორგი ნაზღაიძე

გუშინ, 5 იანვარს, ორბელიანის მოედანზე ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის გადაცემის ,,Prime House • პრაიმ ჰაუსის” წამყვანს, გიორგი ნაზღაიძესა და მის ორ მეგობარს თავს დაესხნენ. სამართალდამცველებმა დაზარებულები უკვე დაკითხეს და საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სოციალური ქსელში გუშინვე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ტელეწამყვანმა, გიორგი ნაზღაიძემ და მომხდარის კონკრეტულ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება:

,,დღეს საღამოს, რამდენიმე საათის წინ, ჩემს ორ მეგობართან ერთად წარმოუდგენელი ამბავი გადამხდა. ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა, თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძვნია, არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა.

ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა, ჩემთვის დანა 2-ჯერ დაერტყა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე. იძულებული გავხდით ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა – გავიქეცით, ისინი მოგვსდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ. ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გაგვიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები.

ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო, მართლა სასწაულებრივად გადავრჩით. ქალაქის ცენტრში 30 შეიარაღებული მოზარდის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით მე და ჩემი ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშაა.

ამ ადამიანებისგან და მსგავსი შემთხვევებისგან არავინ არის დაცული. ამიტომ დროულად უნდა მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა და პასუხი უნდა აგონ აუცილებლად! მადლობა ამ უცნობ გოგონას და იმ ტაქსის მძღოლს, რომელმაც შუაგზაზე გაგვიჩერა ავტომობილი და ფაქტიურად, ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინა!“, – წერს გიორგი ნაზღაიძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ომი გინდათ?” – ამ კითხვის დამსმელი რეგვენი ქოცი ერთხელ მაინც უნდა გაუშვა ომში! –...

უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებას ახდენს "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი...