ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმამუკა ხაზარაძის ბრალდება იაფფასიანი ტყუილია - მამუკა ბახტაძე

მამუკა ხაზარაძის ბრალდება იაფფასიანი ტყუილია – მამუკა ბახტაძე

9 იანვარს ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში, “მთავარი აქცენტები” ბიზნესმენმა, პოლიტიკური პარტია “ლელოს” თავმჯდომარემ გაიხსენა ბიძინა ივანიშვილთან მის შეხვედრაზე 2017 წლის ნოემბერში. როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, იმ შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა შემდეგი რამ, რომ “რა უნდათ ამარიკელებს ანაკლიაშიო” და ამის ყველაფრის პატრონი ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყოო, მეორეს მხრივ კი, როგორც ხაზარაძე იხსენებს, რომ ამერიკელი ინვესტორისგან ვიღებთ გზავნილს – “თქვენმა მთავრობამ ჩვენ გაგვაჩერა ანაკლიის პროექტის მიმართებაში“.

აღნიშნულ განცხადებას ეხმიანება ყოფილი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე:

“მსურს გამოვეხმაურო მამუკა ხაზარაძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით გაჟღერებულ სიცრუეს.

პირველ რიგში ხაზს გავუსვამ ხელისუფლების დამოკიდებულებას ანაკლიის ღრმაწყლოვანპორტთან მიმართებაში;

საქართველოში, კერძოდ – ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო და რჩება ხელისუფლება! პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მნიშვნელოვანი ვალდებულებები და იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული

საზოგადოებას შევახსენებ, რომ სახელმწიფოს ვალდებულება პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანაში, ასევე, გარკვეული მიწების გამოსყიდვასა და პორტისთვის გადაცემაში გამოიხატებოდა, თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარტნიორო ფონდი კონსორციუმს 100 მილიონი დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხით დახმარებოდა.

გარდა ამისა, ხელისუფლების ინიციატივით, ანაკლიის განსაკუთრებული მნიშვნელობა საკონსტიტუციო ჩანაწერითაა ხაზგასმული, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი, მტკიცე გარანტიაა საერთაშორისო ინვესტორებისთვის და პროექტს კიდევ უფრო საინტერესოდ და მიმზიდველად აქცევს. ეს ყველაფერი ნათლად ადასტურებს, რომ სახელმწიფოს საკუთარი ვალდებულებები პირნათლად და გადაჭარბებით აქვს შესრულებული. ამას ნათლად ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2016 წლიდან – დღემდე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოთხოვნით, ხელშეკრულებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა, პროექტის დაწყებიდან კი, სახელმწიფომ კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესრულების დრო 7-ჯერ გადაუვადა.

წლების განმავლობაში სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას კონსორციუმის მიმართ, მაშინ, როდესაც კონსორციუმმა ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ვერც ერთი ძირითადი პირობის შესრულება.

ასეთია რეალობა, რეალობა, რომლის დამახინჯებას და მოდელირებასაც უშედეგოდ ცდილობს მამუკა ხაზარაძე.

რაც შეეხება ჩემს მოკრძალებულ როლს ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში, ჯერ კიდევ “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორობისას, აქტიურად ვუჭერდი მხარს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის რეალიზაციის პროექტს. ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ჯერ ფინანსთა, შემდეგ კი – პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი ყოფნის დროს.

უფრო მეტიც, მე ვიყავი მთავარი ლობისტი, რომ კონსორციუმს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვის შესაძლებლობა ჰქონოდა; ამასთანავე კი ყველა საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის. ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში შეიტანა.

ვფიქრობ, ეს საკმაოდ მკაფიო და გასაგები პასუხია იმ სიცრუეზე, რითაც მამუკა ხაზარაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

ზოგადად, როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძეს ახასიათებს ასეთი იაფფასიანი ტყუილები.

ამ უსაფუძვლო ბრალდებამ კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი გამახსენა, როდესაც დამაბრალა, რომ მას შემდეგ, რაც მასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თითქოს ბიზნესასოციაციამ ჩემთან შეხვედრა ითხოვა და მე მათ არ შევხვდი. ესეც მორიგი ტყუილი იყო, რადგან შეხვედრა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელობასთან იმ საღამოსვე გაიმართა, რაც ასოციაციის წარმომადგენლებმა თავად დაადასტურეს. გუშინდელი ბრალდებაც ასეთივე იაფფასიანი ტყუილია”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა

ბავშვთა ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ...

პაატა ბურჭულაძე: “ჩვენს ქვეყანაში უკვე დიდი ხანია სიკეთისთვის სჯიან! ჩემი მხარდაჭერა ნანუკას!”

საოპერო მომღერალი, მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე “ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელს,...

“თანდათან ინგრევა ოპოზიციის და მათი საყველპურო ექპერტების თუ ენჯეოების პროგნოზები” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, კონკრეტული შეფასებებით და ოპოზიციისადმი მინიშნებებით, ეხმიანება...

უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია, საკუთრებაში კი ეტაპობრივად გადაეცემათ – კახა კალაძის...

„დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...