შაბათი, მაისი 10, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიივანე ჩხაიძე: "ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა"

ივანე ჩხაიძე: “ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა”

ინფექციონისტი, ივანე ჩხაიძე პრესკონფერენციაზე განცხადებას აკეთებს ქვეყანაში ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ასევე, განმარტავს, თუ რა ფაქტორები მიუთითებს გრიპის ვირუსის არსებობაზე:

,,ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა. თუ გადავხედავთ იმ ციფრებს, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, კალენდარული წლის 2023 წლის 49-ე და 51-ე კვირის მონაცემებს თუ შევადარებთ, პრაქტიკულად, გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. თუ 49-ე კვირას ეს ციფრი იყო 16%, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი უკვე 27% გახდა.

ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ტემპერატურა 38°C და უფრო მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების, სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე; ბავშვებში ამას ემატება საკვებზე უარის თქმა, უფრო მომატებული ძილიანობა ან ჭირვეულობა. ეს ყველაფერი მიუთითებს სწორედ გრიპის ვირუსის არსებობაზე. ამიტომ განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს შემთხვევა უნდა იყოს არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ ექიმის მიერაც მართული“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა” – კახა...

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა...

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...