საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფები არ შეიქმნება, არამედ საკითხები საკომიტეტო შეხვედრებზე განიხილება:
,,სამუშაო ჯგუფი, როგორც ასეთი – სიტყვა, ახლა რაღაცა ახალი, რომ იტყვიან – წინააღმდეგობის უჯრედად შეიძლება გავაჩინოთ?! არსად არ წერია, არცერთ რეკომენდაციაში სამუშაო ჯგუფი.
არავის არაფრის არ ეშინია – კრიტიკისთვის, რეკომენდაციისთვის, კონსენსუსისთვის ყველანაირი ინსტრუმენტი კანონით გაწერილი საქართველოს პარლამენტში არის.
მათ შორის, მივმართავ ოპოზიციას და ოპოზიციის პროპაგანდისტულ საშუალებებს – სწორ გზაზე წინააღმდეგობის კერებს ხელოვნურად ნუ გამოიგონებთ!
იქნება საკითხი, რომელსაც მთავრობა წარმოადგენს, იქნება საკითხი, რომელიც შეიძლება პარლამენტში გვქონდეს ინიციატივად“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე