შაბათი, ივნისი 28, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"რაც უფრო მეტ რუსს ავიყვანთ ტყვედ, მით უფრო...

“რაც უფრო მეტ რუსს ავიყვანთ ტყვედ, მით უფრო ეფექტური იქნება მოლაპარაკებები გაცვლაზე” – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ტყვეების გაცვლის თაობაზე წარმატებით დასრულდა. უკრაინამ რუსეთს გადასცა 248 ტყვე, ხოლო რუსეთმა 230 ტყვე დააბრუნა უკრაინაში. ტყვეების ამ რაოდენობის გაცვლა ყველაზე მასშტაბურია 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ:

ასევე, ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა ჩაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი განცხადებით, რაც უფრო მეტ რუს სამხედროს აიყვანენ, მით უფრო ეფექტური იქნება უკრაინელი ტყვეების ქვეყანაში დაბრუნება:

,,მიუხედავად ყველა გამოწვევისა, დიდი ხნის ნანატრი კარგი ამბავია. დიდი პაუზა იყო, თუმცა პაუზა არ ყოფილა ტყვეების გაცვლებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ვცდილობთ მედიაციის ყველა ვარიანტს. ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს საქმეს, ჩვენ ვაყენებთ ჩვენი ტყვეების დაბრუნების საკითხს და ასე გავაგრძელებთ ყველა ჩვენი მოქალაქის დასაბრუნებლად.

მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს მეომარს ფრონტის ხაზზე, რომელსაც ტყვედ ჰყავს ოკუპანტები და ავსებს ჩვენს გაცვლით ფონდს. რაც უფრო მეტ რუსს ავიყვანთ ტყვედ, მით უფრო ეფექტური იქნება მოლაპარაკებები გაცვლაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თემასთან დაკავშირებით, ასევე, კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა:

,,გაცვლის პროცესის ორგანიზებაში დახმარება არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა გაგვიწიეს. მათი დახმარებით ჩვენ ეს ერთად შევძელით. დიდი ხნის შემდეგ უკრაინამ მოახერხა ტყვეების გამოხსნა.

ეს არის სრულიად განსხვავებული კატეგორიის ხალხი – მარიუპოლის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცველები, სამხედრო მედიკოსები, კუნძულ “Зміїний”-ს დამცველები, მესაზღვრეები, პოლიციელები და ეროვნული გვარდიელები“, – განაცხადა კირილო ბუდანოვმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ნინო დათაშვილს, გამბედავ და სამართლიანობისთვის მებრძოლ მასწავლებელს” – გიორგი...

სოციალურ ქსელში მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება მასწავლებლის, ნინო დათაშვილის...

“ქალების და თითქმის ბავშვების პატიმრობაც ჯერ აპეტაიზერადაა ჩამორიგებული” – ნათია ფანჯიკიძე

ამ ბოლო პერიოდში დაპატიმრებების სერიას, ასევე, პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...