პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მთავრობამ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ფეხზე დაგვიკიდა..."...

“საქართველოს მთავრობამ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ფეხზე დაგვიკიდა…” – გიო ადამია

რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან 5 თვე გავიდა. ხელისუფლების რეაგირებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაზარალებული, გიო ადამია მწვავე შეფასებებს აკეთებს Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ კრიტიკულ პოსტში:

,,ხუთი თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან, არც მე და არც სხვა ჩემთან ერთად გადარჩენილს დღემდე არ მიგვიღია დაზარალებულის სტატუსი. პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა, რომელმაც დაადგინა, რომ მსუბუქად დავზიანდით და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიგვიღია.

ჩვენ, ადამიანები, რომლებიც 4 საათი მეწყერში ვხოხავდით, ყოველი წამი საშიში იყო ჩვენი და ჩვენი ბავშვების სიცოცხლისათვის. ავტომობილები, რომლებშიც ვისხედით, წამებში მეწყერმა გაგვტაცა და გაანადგურა, დღეები ფეხზე ვერ ვდგებოდით.

5 თვის თავზე ისევ გვესიზმრება კოშმარები, თუ როგორ გავურბივართ მეწყერს, მე და თომას რაჭის გაგონებაზე უსიამოვნო განცდა გვეუფლება, მთის დანახვაზე შიშის გრძნობა გვიპყრობს.

საქართველოს მთავრობამ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ფეხზე დაგვიკიდა, ჩემს ოჯახს მათგან არანაირი ყურადღება, თანადგომა არ მიგვიღია ამ ხუთი თვის მანძილზე.

შობა-ახალწელს გილოცავთ ყველას! მადლობა ღმერთს ჩვენი გადარჩენისთვის და იმ რაჭველ ბიჭებს, ვინც გამოგვიყვანა იმ საშინელებიდან.

კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახებს“, – წერს გიო ადამია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

“ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, დეტალურად აღწერს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...