spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ნანგრევებში...

“ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენა, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია” – ფუმიო კისიდა

ახალი წლის დღეებში, იაპონიის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას აღწევდა. ეპიცენტრი ნოტო-ს ნახევარკუნძულისა და იშიკავას პრეფექტურაში დაფიქსირდა.

ბოლო ცნობით, იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60 ადამიანს გადააჭარბა, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს.

ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კისიდამ:

,,მიწისძვრიდან 40 საათზე მეტი გავიდა. მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენა. ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. სტიქიის რეგიონში ამინდის გაუარესებას და განმეორებით ბიძგებს ველოდებით. მოსახლეობას ყურადღებით ყოფნისაკენ მოვუწოდებთ. იმ შემთხვევაში, თუ მეწყერის ნიშნებს შეამჩნევენ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადანაცვლებას ვურჩევთ“, – განაცხადა ფუმიო კისიდამ.

როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კისიდა განმარტავს აქტიურად მიმდინარეობს ტოკიოს აეროპორტში მომხდარი თვითმფრინავის აფეთქების ფაქტის გამოძიება.

ინფორმაციისთვის: სტიქიის ზონის მიმართულებით ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული სანაპირო დაცვის თვითმფრინავი სამგზავრო ლაინერს შეეჯახა და აფეთქება გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ინციდენტი ზეგავლენას არ მოახდენს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე სტიქიის ზონაში:

,,რაც შეეხება აეროპორტში მომხდარ ინციდენტს – ადგილზე სხვადასხვა უწყება მუშაობს. გამოძიების პარალელურად ყველაფერი კეთდება, რომ საჰაერო სადგურის მუშაობა უზრუნველყოფილი იყოს. გარწმუნებთ, რომ აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე გავლენას არ მოახდენს“, – განაცხადა ფუმიო კისიდამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...