ადამიანის უფლებათა დამცველი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფიო ხორგუანი მიმართავს ხელისუფლების ოპონენტებს, ვინც აშშ-ს სახელისუფლებო წრეებიდან წამოსულ ცალკეულ გზავნილებში ცვლილებების აუცილებლობაზე აქცენტს ხედავს, მათ შორის პრემიერის შეცვლასთან დაკავშირებით, აზროვნების უნარს უწუნებს მათ და პრორუსებსა და ანტიამერიკელებს უწოდებს:
“როდის უნდა დაასრულოთ კრემლის, კაგებეს, გრუსა და ეფესბეს ენაზე საუბარი?
“ამერიკამ ივანიშვილს პრემიერის შეცვლა დაავალა” – ამას ვინც ამბობთ, პრორუსები და ანტიამერიკელები ხართ ყველანი. დავალებებს იძლევა კრემლი.
ომის სარდალი უგულავა რომ ყელყელაობს ახლა, კონდოლიზა ხომ გამოგიგზავნათ აშშ-მ და შტაინმაიერი გერმანიამ, ფრთხილად იყავით, რუსეთის პროვოკაციას არ წამოეგოთ, რომ არ დაიჯერეთ, გახვიეთ ქვეყანა უბედურებაში და მერე სარკო-სარკოს იძახოდით, ეგ იყო პროდასავლურობა?!
p.s. ღმერთო, არ გვინდა მეტეორი, პრასი და განათლებასაც კი არ გთხოვ, ამ ქვეყანაში ადამიანებს აზროვნების, ფიქრისა და ტვინის გაყანყალების უნარი დაუბრუნე, გეთაყვა, ბითე-ბითე, პლიიზ, დანარჩენს მოვერევით”, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე სოფო ხორგუანი.