spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"შარშანდელი თოვლივით გაქრებიან, ვინც ამ მარიონეტულ ხელისუფლებებს წარმოადგენენ"...

“შარშანდელი თოვლივით გაქრებიან, ვინც ამ მარიონეტულ ხელისუფლებებს წარმოადგენენ” – ირაკლი ზარქუა ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის დე ფაქტო ლიდერებზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ:

,,ვინ არის? რა გაგლოევის მუქარებს უსმენთ, ხალხნო?! თქვენ ხართ საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები.

მთელი მსოფლიო აღიარებს, ვაღიარებთ და ყველამ იცის, რომ ოკუპირებულია. რა გაგლოვები და ვის ამბობთ?! – დროებითი ვიღაც მარიონეტები არიან. მათ განცხადებას არც მაშინ ვაქცევდით ყურადღებას და არც ახლა მივაქცევთ.

ესეთი მუქარები მილიონი ყოფილა. ესეთი მუქარები ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს. იმიტომ, რომ ჩვენ მკაფიო ხედვა და გზა გვაქვს, რომ მშვიდობით დავიბრუნოთ ერთმანეთი. ხოლო ესენი – შარშანდელი თოვლივით გაქრებიან, ვინც ამ მარიონეტულ ხელისუფლებებს წარმოადგენენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არის მახე, რომლის მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებს უთხრან, ნახეთ რა იდილიური გარემოა, რა დემოკრატიაა,...

“ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში...

“დაცემა, რომელიც დაცემაა… არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…” – ლალი მოროშკინა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“მოკლედ, სადღაც სექტემბრისთვის, “საბოტაჟნიკების” ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12😁” – ნიკა გვარამია

ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე" სასამართლო პროცესების განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...