კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაბათუმში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაჯილდოვდნენ

ბათუმში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაჯილდოვდნენ

ბათუმში „მაგნოლია 2023“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ.  რეგიონში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ „შერატონი“, საუკეთესო ჰოსტელად „ჰოსტელი 47“, ყველაზე პოპულარულ კაფე/რესტორნად „გა.ზაფხული“, ხოლო საუკეთესო სასტუმროდ „მონარქი“დასახელდა. სოფლად საუკეთესო განთავსების ობიექტის ნომინაციაში გაიმარჯვა  შატომ „ივერი“, ხოლო პოპულარულ ღვინის მარნის ნომინაციაში შატომ „კვირიკე“. გარდა ამისა, მთიან აჭარაში ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილის ტიტული მწვანე ტბამ და გოდერძის ალპურმა ბოტანიკური ბაღმა, ხოლო  პოპულარული დაცული ტერიტორიისა მტირალას ეროვნულმა პარკმა მიიღო. ჯამში, ღონისძიებაზე გამარჯვებულები 14 ნომინაციაში  გამოვლინდნენ.

  • საუკეთესო ბრენდული სასტუმრო – „შერატონი“
  • საუკეთესო სასტუმრო – „მონარქი“
  • საუკეთესო ჰოსტელი – „ჰოსტელი 47“
  • ყველაზე პოპულარული კაფე/რესტორანი – „გა . ზაფხული“
  • საუკეთესო ტურისტული სააგენტო – „აჭარა ტური“
  • საუკეთესო გიდი – რომან ხალვაში
  • საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად – შატო „ივერი“
  • ყველაზე პოპულარული ღვინის მარანი შატო „კვირიკე“
  • ყველაზე პოპულარული მუზეუმი გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი
  • ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტი აჭარაში – მაჭახელას მარშრუტი
  • ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია – მტირალას ეროვნული პარკი
  • ყველაზე მონახულებადი ტურისტული ადგილი ბათუმში –  ბათუმის ბულვარი 
  • ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი მთიან აჭარაში – მწვანე ტბა და გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი
  • საუკეთესო ტურისტული მძღოლი აჭარაში – ზვიად გოგიჩაიშვილი

მაგნოლიას დაჯილდოების ღონისძიებაზე ტურიზმის საპატიო ჯილდო გადაეცა ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. აღნიშნული ჯილდო გასულ წელს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით დაწესდა.

ტურიზმის სფეროში ხანგძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის როსტომ გუნთაიშვილი

  1. აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვისჯემალ არობელიძე
  2. აჭარაში კულტურული ტურიზმის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვისჯემალ მიქელაძე
  3. აჭარაში კულტურული ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისამირან კახიძე
  4. აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტმენტში ხანგრძლივი და
    ნაყოფიერი მუშაობისთვის
    გივი აფაქიძე
  5. აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტმენტში ხანგრძლივი და
    ნაყოფიერი მუშაობისთვის
    მაია კუტუბიძე

აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელები გადასცა კერძო და სამთავრობო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს.

„მაგნოლია 2023“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ სტუმრებს 2023 წელს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები და ტურიზმის მიმართულებით რეგიონის მიღწევები გააცნო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი  „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტების, სექტორისა და ონლაინ ჯავშნების სისტემების შეფასებებს იყენებს. ღონისძიებას ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია...

უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის...

ლელა კაკულია: “თეირანი დარწმუნებულია, რომ ამერიკა არ დაარტყამს ირანს. ირანი ცდება!”

19 ივნისს ლელა კაკულიას ფეისბუქის გვერდზე მისი წინასწარმეტყველებები გამოქვეყნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...