,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტიკური მდივანი, გია ბარამიძე ჟურნალისტებთან პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და პოზიციას აფიქსირებს სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის გადაწყვეტილებაზე – კლინიკა “ვივამედში” საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მოინახულოს:
,,მიხეილ სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება და კონსილიუმი კი არ სჭირდება, არამედ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული.
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის სირცხვილი მთელი ქართული საზოგადოების, უკანონობაა! პოლიტიკური პატიმარი, რომელიც იმისთვის იხდის სასჯელს, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ააშენა და პუტინს დაუპირისპირდა, უნდა იყოს ძალიან მოკლე ვადაში, მყისიერად გათავისუფლებული, რაც შეიძლება მალე. ამის საშუალება აქვს ქალბატონ ზურაბიშვილს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე