ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ ამ ფენომენალური შესაძლებლობების...

“ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ ამ ფენომენალური შესაძლებლობების ბიჭს და ქართულ ჟურნალისტიკაში ახალი სიტყვის ახლებურად მთქმელს გზის გაკვლევაში დავეხმარე” – ნიკა გვარამია ბექა ყორშიაზე

“მთავარი არხის” დამფუძნებელი სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას ჰყვება ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან დაკავშირებით და განსაკუთრებულ პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს მის მიმართ:

პირველად ყურადღება ფბ-ზე მივაქციე: მართალია, ისეთი პოპულარული არ იყო, როგორც დღეს, მაგრამ კოჭებში ეტყობოდა უზარმაზარი პოტენციალი. მესინჯერში ეგრევე მიპასუხა: მთავარის ფანი აღმოჩნდა და ცოტათი ჩემიც🙂 მეორე დღესვე მოვიდა:

გამხდარზე გამხდარი 25 თუ 26 წლის ბიჭი, წვერებში, დიდი და ჭკვიანი თვალებით და ნერვიული ჩაცინებით. მოვიდა და ეგრევე დარჩა: მთავარი ჩემი საოცნებო სამუშაოა, მაგრამ არა მგონია რამე გამომივიდესო. აღარ მოვყვები როგორ შეეგუა ტემპს, როგორ მოიხსნა “ეს მე არ ვიცის” კომპლექსი, როგორ აღმოაჩინა საკუთარ თავში ის, რაზეც წარმოდგენა არ ქონდა, რომ შეეძლო და როგორ გახდა საუკეთესო: დიდი ამბავია და ოდესმე მოვაბამ თავს. ერთს ვიტყვი მხოლოდ: ძალიან ვგავართ ერთმანეთს და უმცროსი ძმა რომ მყავდეს, ზუსტად ასეთი იქნებოდა, ასე მგონია.

ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ ამ ფენომენალური შესაძლებლობების ბიჭს და ქართულ ჟურნალისტიკაში ახალი სიტყვის ახლებურად მთქმელს გზის გაკვლევაში დავეხმარე. და კიდევ იმას ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს, ვამაყობ მისით და ვულოცავ დაბადების დღეს ბექა ყორშია❤️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

“გაიხსენოს რომ ბიძინას შნირი იყო და პუტინი მტრად არ მიაჩნდა, დედამიწა – ქალამნად” –...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...